გიგი უგულავა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე - დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი - თამაზ თამაზაშვილი

პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი, - ასე აფასებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკვეთილ ახალ გარემოებებს ეხება.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, მომხდარიდან რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ეს ამ საქმით სპეკულაციაა. ამასთან, უგულავა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს.

„ივანიშვილის ხელის პროკურატურისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ მორიგი გაუგონარი ბოდვა. ბატონმა „ბულბულაშვილმა“, ეს კაცი შემჩნეულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური საქმეებია, ის გამოჰყავთ ხოლმე და იგავმიუწვდომელ ბოდვებს ახმოვანებს. მთავარი, რაც ჩვენ დღეს გავიგეთ, რაც ჩემთვის, როგორც გივი თარგამაძის მეგობრისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, კერძოდ აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. კერძოდ, მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი იმიტომ, რომ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ პროკურატურა გვერდს უვლიდა და არ ასახელებდა იმ გვარებს, კერძოდ, ჭიჭიაშვილს და აბრამიშვილს, რომელიც საზოგადოებამ და ყველა ჩართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ თამაზ თამაზაშვილის მიერ დაქირავებული მკვლელები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლის საშუალებითაც თამაზ თამაზაშვილი, როდესაც შევარდნაძის ეპოქაში კახეთის პოლიციის უფროსი იყო, იტაცებდა და აორგანიზებდა გამოძალვას. ბატონი ხეჩუაშვილი ამათი დაქირავებული მოწმეა, იქიდანაც ჩანს, რომ დღეს პროკურატურამ თან შეფარვით გვამცნო, რომ თურმე ეს პიროვნება მხოლოდ თვალთვალით იყო შემოფარგლული. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგება არის დადებული, ადვილად რომ გამოაძვრინონ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ აფეთქებიდან ნახევარ საათში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კვირიკაშვილმა ჩვეული სიმძიმით და ოხვრით, რადგანაც იცოდა სისულელეს და ზღაპარს ამბობდა, მაშინაც უკრაინისკენ გაიშვირა ხელი, მაშინაც ჩვენკენ გაიშვირა ხელი. ეს არის უკვე რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ამ საქმით სპეკულაცია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“ და დღეს პროკურატურამ გათქვა თავისი თავი. ჭიჭიაშვილის და აბრამიშვილის ხსენებით მათ დაადასტურეს, რომ დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი არის თამაზ თამაზაშვილი და თამაზ თამაზაშვილის ხალხი, კერძოდ, ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ხეჩუაშვილი“, - განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, ჭიჭიაშვილს 2013 წელს მისჯილი ჰქონდა 22 წელი და ივანიშვილის ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, ამ ფაქტით უკვე თავისთავად ნათელია, ვინ იყო ჭიჭიაშვილის მფარველი, ვინ გაათავისუფლა ჭიჭიაშვილი, ვისით იმართებოდა ჭიჭიაშვილი და დღეს, როდესაც ჭიჭიაშვილი არის მკვდარი, ივანიშვილის პროკურატურა მას „ატენის“. ჭიჭიაშვილი მონაწილეა, მაგრამ ნებისმიერი რამის მკვდარზე „შეტენვა“ ადვილია. ამიტომ, ჩვენ დღეს ვიხილეთ და გავიგეთ ის, რომ 26 ოქტომბრის მერე ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. პროკურორ „ბულბულაშვილს“ მინდა ვუთხრა, მას აუცილებლად მოუწევს ჩვენების მიცემა და მოჰყვება როგორ, ვისი დავალებით, რა მოცულობით და რატომ აყალბებენ ამ საქმეს“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება