„სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია

„სელფის“ ინფორმაციით, „სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია.

მათივე ცნობით, „სელფი მობაილი“ პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც შეიძინა 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია.

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომსახურების გაუმჯობესებას განაგრძობს და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ახლა, „სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია.

უფრო ადრე, „სელფი მობაილის“ 5G გაეშვა აჭარაში: ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი; სამეგრელოში - ზუგდიდი და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში. 5G -ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და განაპირობებს ინტერნეტით სარგებლობის უკეთეს გამოცდილებას. 5G ტექნოლოგიის დანერგვა, ასევე საკვანძოა საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„სელფი მობაილი“ პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც შეიძინა 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია და 5G ინტერნეტი საპილოტე რეჟიმში 2023 წლის 21 ნოემბერს ჩართო. სელფი მობაილი 5G ქსელს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით.

5G-ს შესახებ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხებისთვის გადადი ბმულზე. უკეთესი გამოცდილებისთვის ინტერნეტ პაკეტების ასარჩევად დააწკაპუნე აქ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს