პრემიერი - პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ კუთხით აეროპორტების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა, ზოგადად, საუბარი ქუთაისის აეროპორტთან და ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით და დღეს უკვე გადავდივართ პრაქტიკულად საქმეზე. დღეს ვიწყებთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტისთვის, არამედ ამ რეგიონისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

ახალი ზოლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება, აღჭურვილი იქნება მაღალი სიზუსტის თანამედროვე სანავიგაციო შუქ-ტექნიკით და ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი მომსახურების შესაძლებლობა ექნება.

პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ეს აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს ერთად აღებულს, ჯამურად აქამდე 200 მილიონის ინვესტიცია იყო ჩადებული ამ აეროპორტში და ახლა, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

აეროპორტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი; შედეგად, მგზავრთნაკადი ამ აეროპორტში 1.7 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო