საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers - გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - პოლიტიკის კვლევების (Policy Papers) - გამოქვეყნებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნების მიზანია, მიმოიხილოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.

„პირველი პოლიტიკის კვლევა, „ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის შეფასება საქართველოს მაგალითზე“, მიმოიხილავს და პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიცაა: რამდენად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს ცენტრალური ბანკი? რა ნიშნულზე ნორმალიზდება საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოიწურება? ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნეიტრალური განაკვეთის შეფასება. ეკონომიკურ ლიტერატურაში ნეიტრალური განაკვეთი განიმარტება, როგორც წონასწორული განაკვეთი, რომელიც ბაზარზე ყალიბდება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოწურულია და გამოშვება მის პოტენციურ, ხოლო ინფლაცია კი მიზნობრივ დონეზე ნარჩუნდება. წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში ნეიტრალური განაკვეთის ჩამოყალიბებაზე და შეფასებულია მისი ისტორიული და მიმდინარე მაჩვენებელი.

ნაშრომში მოცემული მოსაზრებები ასახავს ავტორის შეხედულებებს და არ გადმოსცემს ეროვნული ბანკის პოზიციას.

კვლევითი ნაშრომების ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის პუბლიკაციების კატეგორიაში შემდეგ მისამართზე „ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს