„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას რეგიონებში ხვდება. „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში პარტია ოზურგეთში მოსახლეობასათან შეხვედრებს მართავს.

„ოზურგეთელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე მოსახლეობა გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს არის სოციალური, ჯანმრთელობის, განათლების საკითხები, დასაქმების პრობლემა, რაც რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას.

ამ ადამიანების ხმა იქნება გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებში. სოციალური პრობლემების მიუხედავად, ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაცია. სწორედ, ეს არის პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გზავნილი ჩვენი მხარდამჭერების მიმართ - მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებში და ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება