KIU-ს ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UniNa) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და UniNa-ს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მატეო ლორიტომ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა, სადაც UniNa-ს რექტორმა ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს. KIU დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ფედერიკო II სახელობის, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წლის 5 ივნისს და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს. 90 000-ზე მეტი სტუდენტითა და უამრავი საუნივერსიტეტო ისტორიული კორპუსით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია