ლევან დავითაშვილი - „ქართული ოცნების" გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას და ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ

გუშინ საზოგადოებამ ნათლად იხილა ბატონი ბიძინას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც აფასებდა განვლილ 12 წელს და საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით. ეს იყო აბსოლუტურად გამყარებული კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, კვლევები და ინდიკატორები.

„თუმცა ამ 12 წლის მიღწევას სჭირდება შენარჩუნება და ბატონი ბიძინა საუბრობდა, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორიც არასდროს, რომ მიღწეული შევუნარჩუნოთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია გეგმები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას" გააჩნია. გეგმები, რომლებიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას. ამ ყველაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ბატონი ბიძინას გზავნილები ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება