არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე - ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

გორდულაძის თქმით, სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ცესკო-ს მუშაობას, რასაც მმართველი გუნდიც იზიარებს.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ პროგრესს, რაც საარჩევნო სიას, დავების მოგვარებას, ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებებს და რეგისტრაციას ეხება.

„ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკო ყოველგვარი ვადის დაცვით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით მართავს პროცესს. ოდირი მიესალმება ცესკოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებას და მათ ეფექტიან გამოყენებას. ჩვენც სრულად ვიზიარებთ ცესკოს პროფესიონალიზმსა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს.

მისასალმებელია ასევე, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ დადებით პროგრესს სამართლებრივი თუ პრაქტიკული განვითარებებისა, რაც ეხება საარჩევნო სიას, საარჩევნო დავების მოგვარებას, ამომრჩევლების და კანდიდატების უფლებებსა და რეგისტრაციას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.

„მისასალმებელია აგრეთვე, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, რომ ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში.

მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება.“-აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.„მისასალმებელია აგრეთვე, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, რომ ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში. მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება.“-აღნიშნა გორდულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში