ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს

მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელთაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენჩურულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ლიდერი ფართო რეგიონში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში - პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, პირადად პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში",- განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია