IPSOS-ის კვლევის ავტორი - საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან და ეს მონაცემები გაზრდილია

საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან და ეს მონაცემები გაზრდილია ჩვენს მიერ 2018 წელს, პირველად ჩატარებული კვლევის შემდეგ. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი შედეგია, ეს მოწმობს, რომ მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემის კეთილსინდისიერების გასაუმჯობესებლად ჩატარებული რეფორმები წარმატებული აღმოჩნდა, - ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა მართლმსაჯულების სისტემაზე ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის დასადგენად, კვლევის ავტორებმა, უშუალოდ მათ მიმართეს ევროკავშირში აპრობირებული კითხვით, მსგავსი მაღალი მაჩვენებლები კი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში გვხვდება.

„ის კითხვა გამოვიყენეთ, რასაც იყენებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსამართლეების გამოკითხვისას. ქართველი მოსამართლეების ძალიან მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ისინი სრულად დამოუკიდებელი არიან მთავრობისგან. ასეთი პროცენტული მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, მსგავს მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში ვხედავთ, რაც ძალიან დადებითი შედეგია რეფორმებისთვის”, - აღნიშნა ვან დაიკმა „ქრონიკასთან“.

მან ასევე შეადარა მოსახლეობაში მიღებული შედეგები და აღნიშნა, რომ თუ ევროპელი მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულიად დამოუკიდებლები არიან ხელისუფლებისგან, საქართველოში, ანალოგიური მონაცემი გაცილებით მაღალია.

„ევროპაში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით ჩანს, რომ საშუალოდ, ევროპელი მოსახლეობის 53 % ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულად დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისგან, შერეული შედეგები გვაქვს, თუმცა, საქართველოში მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ქართველი მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან. ევროპული გადმოსახედიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისადმი“, - აღნიშნა პროფესორმა იან ვან დაიკმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია