ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება.

„ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით.

მიმდინარე წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 237 480 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 111 388 ჰა ფართობი, განთავსებულია 154 433 სპეციალური სადგური და 7019 ფერომონიანი დამჭერი.

დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა