KIU-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-სა და სებ-ის მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობასა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. მემორანდუმის მიხედვით, KIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სებ-ში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

გიორგი ხუბუას თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში KIU-ს სტუდენტებს სებ-ის თანამშრომელთა რიგებშიც იხილავს.

ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ KIU-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექცია სახელწოდებით – „საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა და ეროვნული ბანკის როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში‘‘ გამართა.

ნათია თურნავამ სტუდენტებს სებ-ის ფუნქციები, მიმდინარე პროექტები და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროდუქტები გააცნო.

ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს KIU-ს კანცლერმა თეა იმედაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია