კახა კალაძე ოპოზიციაზე - მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან - პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზებით ქვეყანაში, - ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება.

როგორც კალაძე აცხადებს, ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და კრიზისული ვითარება იყოს.

„ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზებით ქვეყანაში. რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა [თანამდებობა], რა არის საპროტესტო? რა ხდება ცუდი ქვეყანაში? ის, რომ მშვიდობა გვაქვს? ის, რომ ბომბები არ ცვივა და ქალაქები და სოფლები არ ნადგურდება?

ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი კრიზისული ვითარება, საომარი მოქმედებები, ქალაქში და სოფლები ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იყოს გაუბედურებული ოჯახები, იყოს დაღუპული ახალგაზრდობა, ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის „პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით“.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციაში „ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან“.

“მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება შესაბამის სტრუქტურებს და საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, არანაირი რესურსი, შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ არ აქვთ რომ არჩევნები მოიგონ და ამგვარი ქმედებებით და პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით”, - განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია