კახა კალაძე ეროვნულ ნაკრებს - ბიჭებო, წინ  ბევრი გამარჯვება გველოდება - იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება

არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი არიან ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ დაცვასა და შეტევაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, ისაუბრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე სტადიონის შესახებ, სადაც გუშინდელი თამაში გაიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საფარის მქონე მოედანზე თამაში არ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. მადლობა მწვრთნელს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, უამრავი ადამიანი მივიდა სტადიონზე. ასევე, აქ საქართველოში, პირველი რესპუბლიკის მოედანი, სადაც ღია ჩვენება გავმართეთ, ხალხით გადავსებული იყო.

აუცილებლად მინდა ვთქვა სტადიონზე. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის შეხვედრა იმართება და უფლებას აძლევენ მსგავსი ტიპის საფარის მქონე სტადიონს, რომ შეხვედრა ჩატარდეს. რაც შეეხება თამაშის ანალიზს, მე დეტალებში არ შევალ. ვილი სანიოლმა უკეთესად იცის, რა იყო პრობლემა, რა არის გამოსასწორებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები, თუმცა, უნდა აღინიშნოს გიორგი ქოჩორაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის განსაკუთრებული როლი დაცვასა და შეტევაში.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში. არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო - გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიდეო მიმართვისას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა და მომდევნო მატჩებში გამარჯვებები უსურვა.

„გვქონდა შანსებიც, მომენტებიც, მაგრამ ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხაროთ, თავაწეულები უნდა ვიყოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება ალბანეთთან. უნდა მოვემზადოთ, ვაჩვენოთ ღირსეული თამაში და დავდოთ შესაბამისი შედეგი.

ბიჭებო, ყველაფერი მაგრად იქნება! წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. კიდევ ბევრჯერ გვაჩვენებთ ლამაზ ფეხბურთს, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ გულშემატკივარს. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ! იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში