შალვა პაპუაშვილი - ჩვენზე კარგად კვლევებზე თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს არის კეზერაშვილის, გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის ოცნებები, რაც უკან დარჩებათ 26 ოქტომბერს, როდესაც ხალხი რეალობის სარკეში ჩაახედებს

ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ.

„აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილი, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენეჯერ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია