შალვა პაპუაშვილი - თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად

აქამდეც რომ იყვნენ ეგეც გასაკვირია გიორგი გახარიასთან. ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები არიან მისი წამყვანი პირები, მათ შორის, საარჩევნო სიაში. მათ აქვთ დღემდე კოალიცია შექმნილი სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში და საერთოდ ერთ საერთო გეგმაში არიან ჩასმული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდი ჰპირდება მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ კი შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას ისინი კოალიციას შეუქმნიან „ნაციონალურ მოძრაობას“.

„როდესაც შენი საარჩევნო სია დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია დღეს უკვე საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირება არის, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გასაგებია თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია ქართული საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება