სალომე ზურაბიშვილი - ვინც „ქართულ ქარტიას“ არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს

ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან - ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქარტია იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ არ შეიძლება შემდგომში მასთან დაკავშირებით იყოს გაუგებრობა.

„მგონია, რომ დრო არის, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი ყოველივე სიტყვის, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე იყოს რაღაც გაუგებრობა. ამ ქვეყნის სტაბილურობა ამაზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, რომ იქამდე სანამ ამ 4 პარტიას შორის პარლამენტში შედგება ურთიერთნდობა, მანამდე ძალიან გარკვეული იყოს ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან. ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან - ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან. დარწმუნებული ვარ, რომ ამით მივალთ სტაბილურად და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მიიყვანს საქართველოს მომავალ წელს ივნისში ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, ვთვლი, არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელი პასუხისმგებლობაც მერე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება