მამუკა მდინარაძე - აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო - მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა - ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.“

„ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით! ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა! ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა - ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.

ერთი საინტერესო დეტალიც - გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად „ნაცმედიები“ დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება