"პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, აჩიკო ბერიძემ ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას. ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება დელეგატმა.

„მშვიდობა, რომლის შენარჩუნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია და რომლის ფასიც ყველაზე მეტად საკუთარ ქვეყანაში დევნილმა მოსახლეობამ იცის, სწორედ ამიტომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს წარმატების და მშვიდობის შენარჩუნებას", - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება