სოფო ჯაფარიძე - მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში - ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ

ვაკის პარკში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე "ორი კვირა გამარჯვებამდე" ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სჯერა, რომ „თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“.

"ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია თქვენთან შეხვედრა გამარჯვებამდე ორი კვირით ადრე პარკში, სადაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვობა მაქვს გატარებული. ბაბუაჩემს ვახტანგ ყიფიანს ძალიან უყვარდა აქ ჩვენთან, შვილიშვილებთან ერთად სეირნობა. იყო 90-იანი წლები, იყო უიმედობა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გვაჯერებდა, როგორ გვაიმედებდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაასრულებდა ამ მძიმე მდგომარეობაში ყოფნას და რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ლამაზი თბილისი იქნებოდა თავისუფალი, ლამაზი და ევროპული ქალაქი, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ევროპული ქვეყანა.

მე დღეს ვდგავარ აქ თქვენს წინაშე და როდესაც თქვენს თვალებს ვუყურებ, თქვენს შემართებას ვხედავ, მჯერა, რომ ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ოჯახის ნაწილი, მე მჯერა, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მე მჯერა, რომ ამ ერთად დგომით, აი ამ წარმოუდგენელი ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ იმ უპერსპექტივობას, იმ უიმედობას, იზოლაციას და სამარცხვინო მდგომარეობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას აცხოვრებს.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში - ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ.

მეგობრებო, 26 ოქტომბერს, ჩვენ ხუთიანის გაფერადებით არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვიხსნით ტყვეობიდან, არამედ ვიხსნით იმ ადამიანსაც, რომელიც ისჯება იმისთვის, რომ საქართველო გააცნო მსოფლიოს, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ ვიხსნით ტყვეობიდან ამ ადამიანს და აქ ძალიან მალე, ვიდგებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რათა ქვეყანას დავუბრუნოთ განვითარების ის ტემპი, რასაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო