თინა ბოკუჩავა  - მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ქართველი ხალხი ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი. გავიმარჯვებთ სახელოვნად! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვაკის პარკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება“.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ყველაზე ერთგულო, ყველაზე გაუტეხელო ადამიანებო. მივესალმები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, რომელთაც ივანიშვილის 12 წლიანმა დევნამ და შურისძიებამ ვერაფერი დაგვაკლო. მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა გვიყურებს, რომელმაც თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა და რომელიც თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად სულ მალე დიდ, ეროვნულ გამარჯვებას იზეიმებს. მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება დღეს აქ ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ იმედის თვალით უყურებს, რადგან იცის, რომ დიახ, სწორედ თქვენ, სწორედ ჩვენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტია, სწორედ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მოიტანს დიდ გამარჯვებას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

დღეს არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო იმ 12 წლიან მმართველობაზე, სიღატაკეზე, იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რადგან ივანიშვილი დღეს საქართველოს პოლიტიკურ წარსულია, ხოლო თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ევროპული მომავლის, სადაც ჩვენს მშობლებს ექნებათ ღირსეული სიბერე, ჩვენს შვილებს ექნებათ ლაღი ბავშვობა, სადაც ყველა ბავშვს ყველა საჯარო სკოლაში ექნება უფასო კვება, სადაც პენსიონერებს აღარ დააწვებათ მხრებზე კაბალური საპენსიო სესხები, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, ამას გპირდებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. გპირდებით მომავალს, სადაც ოჯახებს ბავშვის გაჩენის აღარ შეეშინდებათ სიღარიბის გამო, ოჯახები გაერთიანდებიან და დაბრუნდებიან იძულებითი ემიგრაციიდან, ამისთვის ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ მილიარდიან ფონდს, რათა თითოეულ იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ახალი მომავლის შანსი, სწორედ აქ, თავისი სამშობლოში.

ჩვენს ახალგაზრდებს მივცემთ წვდომას ევროპულ ფონდებზე იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ევროპაში, მაგრამ დაბრუნდნენ სწორედ აქ, აქ ჰქონდეთ ღირსეული სამუშო ადგილები. ეს არის მომავალი, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოს საქართველო გააცნო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი, რომელმაც არ დათმო არ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, არ ისჯება ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.

„ქართული ოცნება“ იქცა ეროვნული სირცხვილის ძალად, რომელიც მოითხოვს საქართველოს ამაყი მოქალაქეებისგან, რომ მტრის წინაშე ბოდიში მოვიხადოთ. მე დღეს აქ კიდევ ერთხელ მინდა ქართველი ამაყი, მართალი, პატრიოტი ხალხის ხმა გავაგონოთ მოქალაქე ივანიშვილის, ქართველი ხალხი მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის ამაყი მართალი ქართველი ხალხის ხმა.

მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახალი კოალიციური ხელისუფლება წავა მხოლოდ წინ იმისთვის, რომ საქართველომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, გპირდებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მთავარი ლოკომოტივი, რომელიც შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში. ხელისუფლების ცვლილებისთანავე უმოკლეს ვადებში საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და სულ მოკლე დროში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ეჭირება ევროკავშირის პასპორტი.

ამასთანავე, საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, შვილებისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილს მოაქვს. სწორედ საქართველოს ევროკავშირის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი გახდება გარანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. დიახ, სწორედ ეს არის გზა ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენის, რადგან ძალა ევროპაშია, „ძალა ერთობაშია“, ეს არის სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ხელით დაწერა საქართველოს გერბზე და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავამტკიცებთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ერთიანობას, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ, ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი, გავიმარჯვებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი