სამინისტრო - პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR  შეფასებით, 2024 წელი ქართული ღვინისთვის ძალიან კარგი წელია

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები.

ამავე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ ღვინოებს. სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting-ი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.

„ჩვენ ჩამოვიყვანეთ მაღალი დონის იმპორტიორების ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინით. ისინი უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ ქართული ღვინის პოტენციალს პოლონეთისთვის, რომელიც საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზარს. ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს პოლონურ ბაზარზე რეალიზაციის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის მოცულობა; 2024 წელი ძალიან კარგი წელია ქართული ღვინისთვის. ეს მოგზაურობა დაგვეხმარება ჩვენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის პოლონურ ბაზარზე წარმატების მიღწევის სტრატეგიის შემუშავებაში“, - აღნიშნა People PR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილა ვარდინ-კოპერამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

პოლონეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია