უკრაინული მედია - რუსებმა კურსკში ცხრა უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა.

„კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რუსების მორიგი დანაშაულის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ომის ყველა წესს არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე!“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს