საბა ბუაძე - მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით

მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

საბა ბუაძის თქმით, არჩევნებამდე მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.

„ვაფასებთ მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს ევროინტეგრაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების საკითხში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, თუმცა, არჩევნებამდე მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება, ჩვენი ყურადღება მიმართულია, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისგან მივიღოთ ნდობის მანდატი, ყველა ძალა, რომელიც ხალხისგან ნდობის მანდატს მივიღებთ, ცხადია ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ დისკუსიას პრემიერობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება