სოფო ჯაფარიძე - თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა“ - ვერ გაგვაჩერებენ

ივანიშვილს თუ რამის ეშინია დღეს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა", - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევა.

მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.

„ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება. სულ 13 დღე დარჩა და შეშინებულები არიან. ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და გაგვაჩერებენ, პირიქით, წინ, გამარჯვებისკენ ვივლით და ერთიანობით გავიმარჯვებთ.

თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები, გამორჩეულად ერთიანები ვართ. ამიტომ, ჩვენ კოალიციაზე თავდასხმები არ სრულდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. 26 ოქტომბერს აუცილებლად, ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება