ლევან ხაბეიშვილი - კარს უკან ჩუმად ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად - არის არჩევნები და დემოკრატიულად, პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას

კარს უკან ჩუმად ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად. არის არჩევნები და შესაბამისად, დემოკრატიულად პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას. ჩვენ ქარტიაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები ხალხისთვის არის გაუგებარი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა კონცენტრირდეს არჩევნების დაცვაზე.

„კარს უკან ჩუმად ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად. არის არჩევნები და შესაბამისად, დემოკრატიულად პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას. ჩვენ ქარტიაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები ხალხისთვის არის გაუგებარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები უკავშირდება არჩევნებს, უბნების დაცვას, ხმების დაცვას და მე, მაგალითად, მოხარული ვიქნებოდი თუ ამ მიმართულებით იაქტიურებს პრეზიდენტიც და ყველა, მათ შორის აქტიური ადამიანები და ჯგუფები მოგვეხმარებიან სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვაში. დარწმუნებული ვარ, ხალხის გამარჯვებაში. საბოლოო ჯამში, ამ ქარტიის სულისკვეთებასაც ვიზიარებთ და შესაბამისად, ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ იქნება ყველა მოლაპარაკება და არა ხალხისგან მალულად, ზურგს უკან და სადმე მალულად ზურგს უკან, რომელიმე ბნელ კაბინეტში. ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, არჩევნები გვაქვს წინ, ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გვაქვს დასასრულებელი, ეს ძალიან იოლად ჟღერს, თუმცა ძალიან რთული იქნება პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია ყველა კონცენტრირდეს არჩევნების დაცვაზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია