ბენიამინ ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშს - „ჰეზბოლა“ გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს, გაიყვანეთ ისინი საფრთხის ზონიდან ახლავე, დაუყოვნებლივ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს და მოუწოდებს, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ( UNIFIL) ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან გაიყვანოს.

„ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, UNIFIL-ის ჯარისკაცების დაშავების გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი არ დაშავდნენ, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად მარტივი და აშკარა გზა არის უბრალოდ მათი საფრთხის ზონიდან გაყვანა“, - აცხადებს ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშისათვის გაგზავნილ მიმართვაში.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ არა ისრაელი, არამედ „ჰეზბოლა“, რომელიც გაერო-ს დროებით ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს.

შეგახსენებთ, გაერო-ს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებისას გაერო-ს სამშვიდობო მისიის ხუთი წევრი დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია