სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ პროტესტს აგრძელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ მივიდა და მოსახლეობას კომპანია, „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

„შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამმხრივი კომისია - მოსახლეობის, კომპანიის და სახელმწიფოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. ჩვენ ვუთხარით ჩვენი პრობლემების შესახებ. აქცია არ წყდება, ჩვენ ისევ პროტესტის რეჟიმში ვართ. ერთადერთი, შევთანხმდით იმაზე, რომ მოშიმშილეები შეწყვეტდნენ შიმშილს. შემდეგ შეხვედრამდე, ჩვენ წარვუდგენთ დოკუმენტურად ჩვენს მოთხოვნებს და გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე კონკრეტული დოკუმენტი არ შეიქმნება. მივიღეთ იმის დასტური, რომ შეასრულებს სახელმწიფო მედიატორის როლს და შემდეგ ზედამხედველობას იმ შეთანხმების აღსრულებას გაუწევს, რაც კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიიღწევა“, - აღნიშნულის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიას განუცხადა.

ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე თვეებია ითხოვს. შუქრუთელები საქართველოს პარლამენტის წინ 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი