ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ

წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 91 პროცენტში ბიულეტენების დამუშავების შედეგების მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებში ხმების 20.7 პროცენტი მოიპოვა, მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 16 პროცენტზე მეტით, მესამეზე კი, ხმების 15.9 პროცენტით, პოპულისტური პარტია “ნემუნო აუშრა”, რომელსაც რემიგიუს ზემაიტაიტი ხელმძღვანელობს.

ამასთან, მეოთხე ადგილს იკავებს დემოკრატთა კავშირი „ლიეტუვისთვის“, რომელმაც ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 9.3 პროცენტი მიიღო, მეხუთეზე - ლიეტუვის „გლეხთა და მწვანეთა კავშირი“ ხმების დაახლოებით 7.3 პროცენტით. 5 პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა „ლიბერალთა მოძრაობამ“, რომელმაც არჩევნებში ხმების 7.2 პროცენტზე მეტი დააგროვა.

ლიეტუვის სეიმის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 52.06 პროცენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველი, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, სეიმის 70 წევრს ირჩევს. მათ შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ. მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში ამომრჩევლები არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთებენ. საპარლამენტო მანდატებისთვის 14 პარტია და ერთი კოალიცია იბრძვის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო