ირაკლი ფავლენიშვილი - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს ამ „ქოციანობის“ დასრულების შემდეგ

დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს ამ „ქოციანობის“ დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის წიგნი „ქართული პოლიტიკის ისტორიაში აბსოლუტურად გამორჩეული წიგნია“.

მიხეილ სააკაშვილის ეს წიგნი არის ქართული პოლიტიკის ისტორიაში აბსოლუტურად გამორჩეული წიგნი, რადგან მოვლენების ძალიან დიდ მოცულობას ფარავს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს შიდა პოლიტიკის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის კუთხით და კარგად აჩენს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის წინ. კითხვისას ჩნდება ის განცდა, რომ ამ ადამიანს კიდევ ბევრი რამ აქვს წინ, ფაქტობრივად, ინტერმეცოა. შუაში წყდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს მიხეილ სააკაშვილს ამ „ქოციანობის“ დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის - „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა. მას კოალიციის ლიდერები, მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: მიხეილ ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და სხვები ესწრებოდნენ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში