„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ გურიის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი - ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრთან - დავით მდინარაძესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მისი გუნდი აფასებს მოქალაქეების მხარდაჭერას და 26 ოქტომბერს მათთან ერთად გაიმარჯვებს.

„ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის თითოეულ უბანში ვხვდებით საზოგადოებას. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და მჯერა, 26 ოქტომბერს ისევ ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ - მიმართა თალაკვაძემ მოქალაქეებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია