აკაკი ალადაშვილი - მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მიმართ, მჯერა 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

„ყოველდღიური შეხვედრებისას, მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების" მიმართ, სწორედ ამიტომ მჯერა 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა