თინა ბოკუჩავა - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს

ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

„ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შანსს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აუცილებლად გამოიყენებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი განმარტებით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს.

„ევროკავშირის მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომ კანდიდატის სტატუსი არ იყოს მონაპოვარი, რომელი წყალში ჩაიყრება, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამის ერთადერთი გარანტი არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა