თინა ბოკუჩავა - დღეს, როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით

დღეს, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების კითხვას, უნდა დასახელდეს თუ არა ტექნიკური მთავრობა არჩევნებამდე.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის ქართული ქარტიის ხელმომწერი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან გზამკვლევად მიაჩნია.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული, შესაბამისად, ქართული ქარტიის და ყველა იქ გაწერილი რეფორმის, რომელიც შემდეგ კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს ვადებში უნდა გაატაროს. დღეს, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით. იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს არჩევანი საკუთარი ევროპული კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ დღეს მთავარი, ეროვნული ამოცანა არის სწორედ ერთიანობით საარჩევნო გამარჯვების მოტანა“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულ ქარტიის შედგენაში.

„დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც კონსტიტუციის გარანტი, მათ შორის საარჩევნო შედეგის გარანტი თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად. ისევე, როგორც კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც მჯერა, მრავალპარტიული მთავრობა იქნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება