გურამ მაჭარაშვილი - ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს - კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბრიფინგიც საკმარისია დაინახო, როგორ ჩავიდა ის უცხოეთში და როგორ დაალაგეს იქ საქმე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ - ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს - ქვეყანაში იყოს ნიჰილიზმი და რადიკალიზმი! - ეს განცხადება პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის აზრით, „ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის“.

სალომე ზურაბიშვილი რაც მეტ ასეთი ტიპის განცხადებას გააკეთებს, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მით მეტად გაგვიადვილდება იმის თქმა, რომ 26 ოქტომბერს ნამდვილად არის არჩევანი მონობასა და სუვერენიტეტს შორის, ომსა და მშვიდობას შორის.

ზურაბიშვილმა პირდაპირ გულწრფელად თქვა: - მე ჩემს პატრონებთან წავედი და თუ ამას მოაწერთ ხელს, მიგიღებთ და რევოლუციის მოწყობაში დაგეხმარებით. ეს ზურაბიშვილმა პირდაპირ აღიარა!

კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას - მთავრობას ტექნიკურს დაარქმევს თუ არატექნიკურს, მას ამას არავინ ეკითხება.

გარდა ამისა, ეს ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოდიან და რა ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თუ უმრავლესობით მოდიან?! მთავრობა უმრავლესობამ ჩვეულებრივ უნდა წარადგინოს, მაგრამ მათაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ვითომ პრეზიდენტი, სინამდვილეში კი „ნაცების“ პრეზიდენტი გამოდის და მათ სათქმელს ამბობს.

სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის. უცხოური აგენტურის წარმომადგენელმა ამაზე მეტი რაღა უნდა ილაპარაკოს?! კარგია, რომ აღარ მალავენ იმას, რომ საქართველო ჰყავთ გაწირული იმისთვის, რომ პროცესები უცხოური ძალების სასარგებლოდ წარმართონ.

როდესაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ, შენი ქვეყნის სუვერენიტეტს არ აღიარებ და კონსტიტუციაზე მაღლა სადღაც დაწერილ ქარტიას თუ მონობის უღელს აყენებ, სწორედ ეს არის მონობის დამადასტურებელი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის“ ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება