გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული - უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული - საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი, არჩევნებამდე გაკეთებული წინასწარი განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ: - უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს! - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის თქმით, „ასეთია სამწუხარო მოცემულობა, თუმცა საბედნიეროდ, ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრები არიან“.

„ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატი გამოვიდა და საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი, არჩევნებამდე მათი წინასწარი განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ: უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს. უნდათ, ის ხელისუფლება იყოს, ვინც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება უცხოურ ძალაზე, როგორც ამას ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ვხედავთ.

უცხოურ ძალას უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, რომ ოპოზიცია გამარჯვებას ოდნავ მაინც მიუახლოვდება. ეს ხელის ჩაქნევა იმაშიც გამოიხატება, რომ წინასწარი დასკვნა 20 ოქტომბრის ნაცვლად, 30 ოქტომბერს გადაიტანეს. უკვე განცხადებები კეთდება არა 26 ოქტომბრამდე სიტუაციაზე, არამედ მას შემდეგ. აშშ-ს საელჩოს შეტყობინებები იყო, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი 26-ის შემდეგ შეიკავონ და არა - მანამდე. იციან, რომ პირწმინდად წააგებენ და ახლა გეგმა "ბ" აქვთ, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები იყოს.

იციან, რომ ესეც მათი გამარჯვებით არ დასრულდება და ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მაგრამ მცდელობა ექნებათ, რადგან სხვა გზა არა აქვთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში