„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ვარკეთილში ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ ბინები.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დევნილებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი და რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის დამსახურებაა.

„ამასთან, ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ თუკი წინა ხელისუფლების პირობებში 19 000 დევნილი ოჯახი იყო ბინით დაკმაყოფილებული, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია და 35 000-ს შეადგენს და დევნილებისთვის ბინების მშენებლობა დღესაც გრძელდება საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ქუთაისი და ზუგდიდი. ვარლამ ლიპარტელიანმა მოიშველია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება, რათა როდესაც დღის წესრიგში დადგება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების შემორიგების და ტერიტორიების შემოერთების საკითხი, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ამ პროცესს ხელი ვერ შეუშალოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე, სამგორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა კოკაია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება