იაგო ხვიჩია - „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს - წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როგორც „ტროას ცხენი“, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ოპოზიციას ზედ არჩევნებზე „აფეთქებს“!

„ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს - წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როგორც „ტროას ცხენი“, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ოპოზიციას ზედ არჩევნებზე „აფეთქებს“! ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, მე ის იდიოტი მგონია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე იმ ხალხს ელაპარაკება, ვისაც პრემიერობა ოცნებად აქვს ქცეული.

„სწორედ ამ ხალხს ეუბნება, პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა - ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი, ერთი წლის განმავლობაში, უსაქმურად იყავითო.

ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მათ ბოლომდე მიაწვება და ძვირფასს ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით.

ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს იმას, რომ ოპოზიცია ათასნაირი სულელური იდეებით მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს.

შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენს გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ის ვინც შენი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს.

ის, ვინც ზურაბიშვილს უძალიანდებოდა, გიორგი გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მანაც ქარტიას ხელი ცეკვა-ცეკვით მოაწერა.

პრეზიდენტმა ოპოზიციას ძალიან გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო! ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ ახლა არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები უენოდ უნდა შეასრულონ!" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით