ირაკლი კობახიძე - ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს - რაც შეეხება სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებზე, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და თქვენ ეს არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ

რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შემდეგ კითხვას: „სასულიერო პირები ხელისუფლების მისამართით დღეს იყვნენ ნეიტრალურები. რატომ არ გაკეთდა მათი მხრიდან ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები? ამით არის, თუ არა იმედგაცრუებული?“

კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს არის სვეტიცხოვლობა და ყველამ უნდა ისაუბროს ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე, რაშიც იგულისხმება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მთლიანობა და გამთლიანება.

„ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა. რაც შეეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, ბუნებრივია, სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან არის გამიჯნული. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოსა და ეკლესიას, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს. რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ... მე მგონი, თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტენდენცია იკვეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც უნდა გეწყინოთ და არც უნდა გაბრაზდეთ ამის გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება