პრემიერი - სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული ანკეტა ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ - მას წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა

ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს - ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ერთ თვეში ისედაც უწყდება უფლებამოსილება, ისედაც მიდის სახლში, მაგრამ არ შეიძლება მოღალატე და კონსტიტუციის დამრღვევი ადამიანი იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობას გავიმეორებთ, იმიტომ, რომ 60% რეიტინგით თავისუფლადაა შესაძლებელი 100-ზე მეტი მანდატის მოპოვება. გვინდა, მნიშვნელოვნად გადავცდეთ 100 მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი აბსოლუტურად რეალურია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს [იმპიჩმენტი] არსებითად სიმბოლური აქტია, რადგან აქედან ერთ თვეში სალომე ზურაბიშვილს მაინც გაუვა უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს - არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად, მიზანმიმართულად და შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ღალატს ჩადიოდა, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს სწორი არ იქნებოდა. ამიტომ, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება იმპიჩმენტის საფუძველზე. წინა იმპიჩმენტიც სიმბოლური აქტი იყო და ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. დღეს რომ მას პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხმების დამსახურებაა. ახლა სხვა მოცემულობა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება. პრემიერის განცხადებით, ანკეტა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა, სტანდარტულია და მოსწავლეების მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ივსება.

სალომე ზურაბიშვილიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრია. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამ ხალხს კომპეტენცია არ მოეთხოვება“,- განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო