ლაშა ბაქრაძე - კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ

ლაშა ბაქრაძე - კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ

კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ბაქრაძე განაცხადა.

ის მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს.

„დღეს მცხეთობაზე ჩამოვედით, ეს არის მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული - მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობა და რასაკვირველია, მთელ ჩვენს ხალხს მინდა მივულოცო. კვართი - ეს სიმბოლოა ერთიანობის, ეს ერთიანობა საქართველოს გაერთიანებაა და ვისურვებ ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა, გავიმარჯვოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.