საქპატენტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტი“, პირველად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში უწყების თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან თიკა ნებიერიძესა და ნინო ჩიქოვანთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის და CNIPA-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქპატენტსა და CNIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა და ურთიერთაღიარებას, უწყებებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივ საერთაშორისო ყოველწლიურ საგანმანათლებლო აქტივობებზე, მათ შორის საზაფხულო და ზამთრის სკოლებზე. აღინიშნა რომ ადგილობრივი სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სახელმძღვანელოებისა და სტრატეგიების შემუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ.

ამავდროულად, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „სარტყლისა და გზის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ თანამშრომლობის“ (BRIPC) პროექტებში საქპატენტის ჩართულობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დიდ მასშტაბს შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ საქპატენტსა და CNIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისათვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლებში გადაიდგა, 2023 წლის 31 ივლისს ხელი მოეწერა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორ უწყებას შორის როგორც კვალიფიკაციის გაცვლას, ასევე სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობას.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ვიზიტით პეკინს ეწვია, სადაც CNIPA-ს ხელმძღვანელთან დოქტორ შენ ჩანგუისთან პირისპირ შეხვედრაზე, საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, ოფიციალური შეთანხმება შედგა. თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გაფორმებული ე.წ. განზრახულობის აქტი ითვალისწინებს ორივე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაგების ხელშეწყობას, განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარებას, ორივე მხარისთვის საერთო ინტერესის სფეროებში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პრაქტიკის გაცვლასა და გაზიარებას, მათ შორის კონკრეტული მაგალითების შესწავლას, წარმოშობის კვლევას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და საჭიროებების შესახებ კვლევების მხარდაჭერას, ასევე ორმხრივი დაცვისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების რეკომენდებული სიის წარმოდგენას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე