კახა კალაძე ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე - ეს არის ჩვეულებრივი აბსურდის თეატრი და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვეულებრივი სისულელეა. ჯერ ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს. მას კონსტიტუციური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური პარტიებისთვის?“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“.

„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი კონსტიტუციას არღვევს. პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე იდგება. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. რა თმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა; სახელმწიფოს, კონსტიტუციის და კანონების შეურაცხყოფა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება“,- განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე