გია ვოლსკი - თვალთმაქცობა და სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო - სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი

თვალთმაქცობა და მასთან ერთად სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო - სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის აზრით, ზურაბიშვილის მიზანია ოპოზიციის ლიდერი გახდეს და არჩევნებში ოპოზიციის მარცხის შემდეგ, თუ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წარიმართება, შეურიგებლობას თავად ჩაუდგეს სათავეში და ხალხს დაანახოს, რომ ეს „სისხლიანი და სადისტი „ნაცმოძრაობის“ მართული პროცესი არ არის“.

„ქარტიას ხელი ყველამ მოაწერა, რითაც მორჩილება აღიარეს. ახლა ვითარება შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილისგან საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ოპოზიციის წამყვანი ლიდერი ის არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა და ის პოლიტიკური ძალა, ვინც სისხლი დაღვარა და ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპანტს ჩააბარა, აღარ არსებობს. ეს სპეციალური მესიჯია, ქარტიაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ წინ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ.

ზურაბიშვილი თვლის, რომ შეუძლია შეცვალოს რაკურსი, დამოკიდებულება, ტრენდი და თავისი მეთაურობით ოპოზიციას სხვა სახე მისცეს, რომ ის არის მთავარი ადამიანი, ვინც პრემიერ - მინისტრის კანდიდატურას, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარმოადგენს და ამით ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ამას ერთი და განუმეორებელი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.

ეს დასავლეთისთვისაც გარკვეული მესიჯია, თუმცა კონსენსუსის მიღწევა გართულდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო