ევროკავშირმა ირანში შვიდ ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა

ევროპულმა საბჭომ დღეს შვიდი ფიზიკური პირისა და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები მიიღო, რომელიც ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და დრონების გადაცემას უკავშირდება.

„სანქციები მოიცავს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შემუშავებასა და რუსეთისთვის გადაცემაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მხარდასაჭერად და ასევე შეიარაღებული ჯგუფებისა და სტრუქტურებისთვის გადაცემაზე, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნულია საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სასანქციო სიაში შედის სამი ირანული ავიაკომპანია - Saha Airlines, Mahan Air და Iran Air - და შესყიდვების ორი ფირმა. ისინი, შესაბამისად, პასუხისმგებელნი არიან ტრანსნაციონალური შესყიდვების ქსელების მეშვეობით ირანში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების და მასთან დაკავშირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიების რუსეთისთვის გადაცემასა და მიწოდებაზე, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში გამოსაყენებლად. ასევე სია მოიცავს ორ კომპანიას, რომელიც ჩართულია რაკეტების გასაშვებად გამოსაყენებელი საწვავის წარმოებაში.

გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა შემაკავებელი ზომები დაეწესებინა ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამზეჰ ღალანდარისთვის, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის ძალების, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის კუთვნილი Khatam al-Anbiya-ის ცენტრალური შტაბისა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის აეროკოსმოსური ძალების ცნობილი ჩინოვნიკებისთვის. სანქციები დაუწესდათ ასევე ევროკავშირის სასანქციო სიაში შესული კომპანიების, Iran Aircraft Manufacturing Industries-ისა (HESA) და Aerospace Industries Organization-ის (AIO) მმართველ დირექტორებს.

სანქცირებული პირები დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. გარდა ამისა, აკრძალულია სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, ჩამოთვლილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის ან მათ სასარგებლოდ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო