თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი პირველად გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდამჭერ ინიციატივებსა და ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ისევე როგორც, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრებმა. კერძოდ, მას 31 მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.

ფორუმი საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ა(ა)იპ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს