შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026