ლევან ცუცქირიძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა საქართველო გადააქციოს რუსეთის ვასალად, ხოლო ბათუმი აქციონ რუსული ოცნების ქალაქად - ხელისუფლებები დემოკრატიულად მოსვლასაც უნდა მიეჩვიონ და წასვლასაც

“ქართულ ოცნებას” სურს, რომ წაგვართვას უფლება, ვიყოთ მოქალაქეები, გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოება და ავაშენოთ ევროპული დემოკრატია. მათ უნდათ, საქართველო გადააქციონ რუსეთის ვასალად, ხოლო ბათუმი აქციონ რუსული ოცნების ქალაქად - კაზინოების, ფულის რეცხვის და კიდევ ათასი უბედურების ქალაქად , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ცუცქირიძემ შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს უთხრა, ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს მთავრობის, მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის.

“ქართულ ოცნებას” სურს, რომ წაგვართვას უფლება, ვიყოთ მოქალაქეები, გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოება და ავაშენოთ ევროპული დემოკრატია. მათ უნდათ საქართველო გადააქციონ რუსეთის ვასალად, ხოლო ბათუმი აქციონ რუსული ოცნების ქალაქად: კაზინოების, ფულის რეცხვის და კიდევ ათასი უბედურების ქალაქად. მე მინდა, რომ ეს ქალაქი იყოს ის ქალაქი, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და რომელიც არის მისი მოქალაქეების და არა რუსი ოლიგარქების ფულის სამრეცხაო თავისი ხელოვნური კუნძულებით, რომელიც აქ იქნება ბათუმელების. თავისი კორპუსებით, რომელიც ადამიანებს 2-3 ღამით უნდათ და ფულის გასარეცხად...

არა! ეს ქალაქი არის თქვენი. ეს ქალაქი არის ჩვენი. 26-ში ეს ქალაქიც უნდა დავიბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც წაგვართვეს.

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო იმიტომ, რომ ჩვენ ის გვჭირდება ჩვენი შვილებისთვის! ჩვენ ის გვჭირდება ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. გვჭირდება ჩვენი მშობლებისთვის და გვჭირდება იმ ვალის მოსახდელად, რომელიც ყველა თაობას აქვს. ჩვენ ჩვენმა უფროსმა თაობამ დაგვიტოვა დამოუკიდებელი საქართველო. ახლა ჩვენი ვალია ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ევროკავშირის წევრი საქართველო და ამ საქმეში ყველანი ერთად უნდა ვიყოთ!

ეს ქალაქი უნდა გახდეს მოქალაქეების! რას ნიშნავს მოქალაქეების ქალაქი? ეს ნიშნავს, რომ მასში კომფორტულად ცხოვრება ყველა მოქალაქეს შეუძლია. არ იხრჩობა გამონაბოლქვით. არ დგას საათობით საცობებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, კომფორტულად შეუძლიათ ამ ქალაქში ცხოვრება, მოღვაწეობა. ყველასთვის არის თანაბარი ცხოვრების შესაძლებლობები და პირობები და ყველა იღებს იმას, რაც მას შეუძლია მიიღოს საკუთარი შრომითა და ტალანტით და არა იმის მიხედვით, ვის იცნობს სოლოლაკიდან დაწყებული იმ სამთავრობო პირამიდაში, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ". ეს პირამიდა უნდა ამოვაბრუნოთ ჩვენ ამ არჩევნებზე და ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს მთავრობის, მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის!

ეს არის მნიშვნელოვანი! ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამყარდეს საქართველოში. ნამდვილი დემოკრატია. ხელისუფლებები დემოკრატიულად მოსვლასაც უნდა მიეჩვიონ და დემოკრატიულად წასვლასაც! უნდა იცოდნენ, რომ ყველა ხელისუფლება არის დროებითი, წარმავალი და კეთილი უნდა ინებონ და ემსახურონ ხალხს! როცა ეს მოხდება, მაშინ ჩვენ ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, ძლიერი დემოკრატია, მართლაც გვექნება 200 ათასი სამუშაო ადგილი, გვექნება მაღალი პენსიები და ვიქნებით ღირსეული, უსაფრთხო, დაცული და ევროპული დემოკრატიის მქონე სახელმწიფო.

ამიტომ, 26-ში ყველანი მივდივართ არჩევნებზე! ყველანი ვიბრუნებთ სახელმწიფოს და ამ ქვეყანას ვაყენებთ იქ, სადაც დააყენეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ჩვენმა თერგდალეულებმა, ჩვენმა საუკეთესო თაობებმა... და მათი სახელი არ უნდა შევარცხვინოთ!” - აღნიშნა ცუცქირიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში