ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო

ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შტაბის სხდომა გავმართე. მთავარ საკითხებს შორის შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვების შესახებ სადაზვერვო სამსახურების მოხსენება იყო. ყველაფერი საკმაოდ დეტალურად იყო. ომში ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივი ჩართვა. ასევე, რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც სამწუხაროდ, ომის გახანგრძლივებაში ინვესტიციას დებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ალიანსის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ იარაღის გადაცემას არ ეხება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა