ვილი სანიოლი - შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია - ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო

იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ განაცხადა.

მან ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

"ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობაც გვქონდა. მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია. ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტები ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევაგუოთ - ამის გამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამ ბოლო სანაკრებო თამაშებში ეტყობოდა, რომ უთამაშებელია. ეს მის საკლუბო კარიერასაც ეტყობა. თუმცა, იმედია, ვითარება შეიცვლება", -აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში